,,მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს“ – ლაშხი გლობალური ომის პარტიაზე

ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტზე, The News Agents-ზე ისაუბრა, რომლის წამყვანებიც ჟურნალისტები ემილი მეიტლისი, ჯონ სოპელი და ლუის გუდალი არიან.
პოდკასტის ეპიზოდი რუსულ კანონს და საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხება.
ლაშხმა გუდალთან ინტერვიუში გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც “მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”, მაგრამ თქვა, რომ არ იცის ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად ვინ არიან. მისი თქმით, მტკიცებულებები აქვთ, რომ დასავლეთის ომში ჩათრევის შეთქმულება არსებობს.
– თქვენმა პრემიერმინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია?
– ეს არის რაღაც, რაც… გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვამბბობდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც…
– მოიცადეთ, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ… რას აკეთებენ ფრიმასონები? თქვენი აზრით, ფრიმასონები გლობალური ომით მანიპულირებენ?
– მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პიროვნულად არ ვიცნობთ.
– და ფრიმასონების გარდა სხვა ვინ?
– მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა.
– გლობალური ომის პარტიის წევრები მასონების გარდა ვინ არიან?
– ნუ, არ ვიცი…
– თქვენმა პრემიერმინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა და „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა ევროკავშირისა და -ს მანიპულირებაში…
– რომლებსაც აქვთ გავლენა, ხომ?!
პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ არის დამატებითი ძალა, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს.
– მთელი პატივისცემით, თუ თქვენი პრემიერი ადამიანებს ადანაშაულებს, რომ არის ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც გლობალური მასშტაბით ომს ამზადებს, რომელსაც გავლენა აქვს ევროკავშირზე, ორგანიზაციაზე, რომელშიც გაწევრიანების იმედი გაქვთ, არ გგონიათ, რომ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს?
– კი, რა თქმა უნდა და ჩვენ გვყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც… ესეც (რედ. – ეს ინტერვიუ) მათთან შეხმიანების გზაა.
– ვისთან?
– ანუ, მათ ვეხმიანებით, ვინც არიან…
– მაგრამ ვინ არიან? ეს შეთქმულების პოლიტიკას ჰგავს.
– დიახ, შეგვიძლია შეთქმულება დავარქვათ.
– ესე იგი, გჯერათ, რომ ამჟამად შეთქმულება არსებობს, რომელბიც გლობალური ომს ამზადებს ან დასავლეთს აიძულებს, რომ ომში ჩაერთოს?
· ჩვენ ამის მტკიცებულება ვნახეთ.
სრულად: tabula.ge