რუსეთი ავრცელებს ცნობას თავის ტერიტორიაზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული თავდასხმების შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე 19 მაისს მოხდა რაკეტებითა და დრონებით ინტენსიური თავდასხმა.
ამავე ცნობით, ს ანტისაჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის ცხრა რაკეტა, ასევე 57 დრონი კრასნოდარის მხარეში, ხოლო სამი დრონი – ბელგოროდის ოლქში.
ბელგოროდის ოლქში დრონი დაეცა ეკლესიას და ცეცხლი გააჩინა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. სოფელ პეტროვკაში, ასევე დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი პირი.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კრასნოდარის ოლქის სამხრეთში, სლავიანსკი სამი დრონი დაეცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე