ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“ჩვენ, გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი, ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით”, – ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი­სა და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლაფ შოლ­ცის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.
“ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზის მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რი არი­ან და აქ­ტი­უ­რად და­უ­ჭი­რეს მხა­რი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში.
ღრმა მწუ­ხა­რე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­უხ­ვი­ონ ამ გზი­დან ჩვე­ნი სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბით, ე.წ. უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“კა­ნო­ნის მი­ღე­ბით“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.
საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა გა­წე­რი­ლია – მაგ­რამ წინსვლის სიჩ­ქა­რე და მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”