სენაკში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სენაკში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს მკვლელობამდე რამდენიმე პირმა მიაკითხა და ადგილი ჰქონდა ე. წ. კრიმინალურ გარჩევას. სისხლიან გარჩევს, წინ ხმაური უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დაპირისპირება მხარეებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ადგილობრივის ინფორმაციით, დაჭრილი 2 მამაკაციდან ერთ-ერთი მოკლულის ძმაა, მეორე კი მეზობელი.
მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი პირები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებული,სადაც შესაბამის მკურნალობას გადიან. მათივე თქმით, დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„საშინელი ამბავი გავიგეთ, ერთი მოკლულია და ორი კი, დაჭრილი. რა მოხდა, დეტალებზე ჯერ არავინ არაფერს ამბობს. ახლოს არ მიგვიშვეს. შემთხვევა მოკლულის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მოხდა. დანითაა მოკლული. ძმებიდან ერთი სპორტსმენი ყოფილა, მეორეს ცეხი ჰქონია, ალბათ, პატარა ბიზნესით იყო დაკავებული. დაჭრილ ბიჭებს სასიკვდილო არაფერი სჭირთ, ოპერაცია გაუკეთეს. იმედია, ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა მოკლული მამაკაცის მეზობელმა.
მომხდარში სავარაუდო ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და ახლა, მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე