საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით საბაკალავრო საფეხურის სამ სტუდენტს სამი სახელობითი – დავით სარაჯიშვილის, ნიკო ნიკოლაძის და აკაკი ხოშტარიას საფაკულტეტო სტიპენდიები დაენიშნათ.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებშია ჩართული.
„ვულოცავ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს, თამარ ოთინაშვილს – დავით სარაჯიშვილის სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდიის, ლუკა ხაჩიძეს – ნიკო ნიკოლაძის, ხოლო გიორგი დაგარგულიას – აკაკი ხოშტარიას სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდიის მოპოვებას. საფაკულტეტო სტიპენდია განისაზღვრება ყოველთვიურად – 200 ლარის ოდენობით და გაიცემა 5 თვის განმავლობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მთავარი მიზანი სტუდენტისთვის მაღალი სტანდარტის სწავლა-სწავლების პროცესის შეთავაზება და კარიერული წინსვლის მიმართულებით ხელშეწყობაა. შესაბამისად, საფაკულტეტო სტიპენდიის პროგრამის, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება. მადლობას ვუხდით, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე