ეს არის მასონების მსგავსი ძალა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიოს პოლიტიკაზე – “ოცნების” დეპუტატი ლაშხი “გლობალური ომის პარტიაზე”

ეს არის მასონების მსგავსი ძალა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიოს პოლიტიკაზე – “ოცნების” დეპუტატი ლაშხი “გლობალური ომის პარტიაზე”
“[ჟურნალისტი: თქვენმა პრემიერმინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია?]
მარიამ ლაშხი: გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, რომლებზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით და ვისაც მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ ვარ საგარეო ურთიერთობებში ჩართული და როცა პარტნიორებთან ურთიერთობისას ისინი ამბობენ, რომ კარგია და კარგად მივდივართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც… მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადად არ ვიცნობთ. [გლობალური ომის პარტია] მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ, დიახ, აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა~, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა, ბრიტანულ პოდკასტზე, The News Agents-ზე და გაიმეორა რუსული ნარატივი. მან “გლობალური ომის პარტია” მასონებს შეადარა. თუმცა, აღნიშნა, რომ არ იცის ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად ვინ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე