პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიადაზე იასპარეზებს

იაპონიაში პარამძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა გიგა ოჩხიკიძემ, რომელმაც ბირთვის კვრაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ამ შედეგით ქართველმა პარასპორტსმენმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარალიმპიადაზე მედლებისთვის ეტლით მოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი – იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ მათ ასევე გუნდურ ასპარეზობაშიც აქვთ მოპოვებული ლიცენზია.
პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოში ქართველი პარაათლეტები ისტორიაში პირველად იასპარეზებენ. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის საკონტინენტო ტურნირზე 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიები ანა ჯაფარიძემ (-52 კგ) და გიორგი ნიკოლაძემ (-70 კგ) მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს