რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობას სულიწმინდის გარდამოსვლას ულოცავს სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სულთმოფენობა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნებდა.
„ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაა მიჩნეული, როცა მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.