“ტორინომ” “მილანს” მოუგო და “ნაპოლის” გადაასწრო

სერია A-ს 37-ე ტურში „ტორინომ“ საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსანი „მილანი“ 3:1 დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსი აქვს.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი ისევ სათადარიგო იყო.
„ტორინომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 53 ქულით მეცხრე პოზიციაზეა, „ნაპოლის“ გადაასწო და 26 მაისს, ბოლო ტურში ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
ტორინო – მილანი 3:1
გოლები: 1:0 საპატა (26), 2:0 ილიჩი (40), 3:0 როდრიგესი (45+1), 3:1 ბენასერი (55, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ