აშშ-მ Boeing-ის მიმართ ახალი გამოძიება დაიწყო

აშშ-ს ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) ამერიკულ ავიაკოსმოსურ კორპორაცია Boeing-ის მიმართ ახალი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მისმა თანამშრომლებმა შესაძლოა გამოტოვეს Boeing 787 Dreamliner თვითმფრინავის ზოგიერთი შემოწმება და გააყალბეს ანგარიშები. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
„ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ დაიწყო ახალი გამოძიება Boeing-ის მიმართ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის მწარმოებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა შესაძლოა გამოტოვეს Boeing 787 Dreamliner თვითმფრინავის ზოგიერთი შემოწმება და გააყალბეს დოკუმენტები,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აპრილში თვითმფრინავის მწარმოებელმა ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას აცნობა, რომ შესაძლოა არ დაასრულეს საჭირო ინსპექტირება ზოგიერთ Boeing 787 Dreamliner თვითმფრინავზე.