ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება – ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს, ჩვენც იგივე გველის” – ღარიბაშვილი

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება – ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს, ჩვენც იგივე გველის” – ღარიბაშვილი
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება – ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს. თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება და არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს.

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა უკავშირდება გუშინდელ დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს და საერთოდ, ამ ოჯახურ ღირებულებებს, ფასეულობებს, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ინიციატივა, რომელიც ჩვენმა გუნდმა წარადგინა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება – ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს! აბა, რომელ ქვეყნებში არ არის? არ არის უნგრეთსა და პოლონეთში. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ შესაძლოა, იყოს მოთხოვნები, მაგრამ თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება და არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე