მედია: რა ღირს სათვალე, რომლითაც ანუკი არეშიძე ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიებაზე გამოჩნდა და რატომ გახდა ის განხილვის საგანი სოცქსელში?

17 მა­ისს, თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა.

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც დიდი ხნის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ოჯა­ხით გა­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, მე­რის მე­უღ­ლემ ანუ­კი არე­ში­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბა შე­წყვი­ტა. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ლა­ძის მე­უღ­ლე შვი­ლებ­თან ერ­თად საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ანუ­კი არე­ში­ძე ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე­ზე ოთხ შვილ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდა მე­უღ­ლეს. დი­ზა­ი­ნერს ვარ­დის­ფე­რი პი­ჯა­კი და შავი ქვე­და­ბო­ლო ეცვა. თავ­ზე მოხ­ვე­უ­ლი თავ­სა­ბუ­რა­ვის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ტომ ფორ­დის ფირ­მის სათ­ვა­ლემ მი­იქ­ცია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 299 დო­ლა­რია.

ორი წლის წინ ტომ­მა ამე­რი­კის დი­ზა­ი­ნერ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა და გა­ყი­და სა­კუ­თა­რი ბრენ­დი – TOM FORD.

2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მისი მე­უღ­ლე, რი­ჩარდ ბაქლი, რო­მელ­თა­ნაც ფორდმა 36 წელი გა­ა­ტა­რა, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ბაქლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ ტომს მო­და­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი აღარ ჰქონ­და.

ტომ ფორ­დი და რი­ჩარდ ბაქლს სა­ერ­თო შვი­ლი, ალექ­სან­დრე დარ­ჩათ.

“ტომ ფორ­დის სათ­ვა­ლით იცავს ოჯა­ხის სიწ­მინ­დეს” – ასე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ დი­ზა­ი­ნე­რის არ­ჩე­ვანს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“პრინ­ციპ­ში, ტომ ფორ­დსა და რი­ჩარდს კი ჰქონ­დათ სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხი/ურ­თი­ერ­თო­ბა“

“ახლა თქვენ გულ­წრფე­ლად გჯე­რა იმის, რომ მანდ მყო­ფებ­მა ტომ ფორ­დის არ­სე­ბო­ბა იცი­ან?“ – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”