სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო.
როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკან დღესვე გადაეგზავნება.
“დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი თავისი არსით, თავისი სულისკვეთებიუთ არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენ ევროპულ გზაზე, ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად ძალიან მარტივი არის ვეტო – ეს კანონი უნდა გაუქმდეს”, – თქვა პრეზიდენტმა.