მედია – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექიმები ბრატისლავაში მის ტრანსპორტირებას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
როგორც ცნობილია, ფიცოს პარასკევს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
ს პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი, ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა.
პრემიერის მკვლელობის მცდელობისთვის 71 წლის კაცს ბრალი უკვე წარუდგინეს.