ნიკა გვარამია – ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს საქართველოს დატოვება მოუწია, რადგან „სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაჭერას უპირებდნენ“.
ამის შესახებ გვარამია „ფეისბუქზე“ წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რუსეთსა და ბელორუსში არსებულ ვითარებას ადარებს.
„ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.
მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება! მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!“- წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში