CIU-მ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

18 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაგელონიის უნივერსიტეტთან (პოლონეთი) თანამშრომლობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე – „საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევები“.
ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენცია CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა.
„აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშჩმა, იაგელონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ანა იახმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ, CIU-ს ასისტენტ-პროფესორმა, თადარიგის ბრიგადის გენერალმა გელა გიორგაძემ და CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ.
კონფერენციის 50-მდე მომხსენებელმა ნაშრომები წარადგინა 3 დარგობრივ სექციაში: რეგიონული ინტეგრაცია; მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები; საერთაშორისო უსაფრთხოება.
თითოეულ სექციაში მოხსენებებს დარგის ექსპერტებისა და აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.
დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”