აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის იარაღის ტრანსფერზე ახალი სანქციები წარმოადგინა

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების ტრანსფერის ფასილიტატორობისათვის -მა ს ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიზანი ორ ქვეყანას შორის იარაღით ვაჭრობისათვის ხელის შეშლა და გამოაშკარავებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს მცდელობას, ხელი შევუშალოთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას,“ – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური ინფორმაციის საკითხებში აშშ-ის მთავარი ხაზინადრის მოადგილე ბრაიან ნელსონმა. მისი განმარტებით, აშშ კვლავაც პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს იარაღისა თუ სხვა ტექნოლოგიის რუსეთისთვის მიწოდებაში, რათა ხელი შეუწყოს ში ომის მიმდინარეობას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა განსაკუთრებით გაღრმავდა.
ფხენიანი კრემლს წვრილ სამხედრო შეიარაღებასთან ერთად ბალისტიკურ რაკეტებსაც უგზავნის, რომელთაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისათვის იყენებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში უკვე 40 ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ფხენიანი კი რუსეთისაგან სანაცვლოდ სასურველი შეიარაღების მიღებას ელის.
სანქციები დაეკისრათ რუსეთის მოქალაქეებს, რაფაელ გაზარიანსა და ალექსეი ბუდნევს, ასევე სამ რუსულ კომპანიას: Trans Kapital LLC-ს, Rafort LLC-სა და Tekhnologiya OOO-ს.