ირაკლი ღარიბაშვილი: სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს არასწორი მიდგომაა, ასეთი მუქარა, შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მან მიმართა ჟურნალისტებს, აღნიშნულ საკითხზე ქვეყნისთვის აპოკალიფსურ სურათს ნუ დახატავენ.
„ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა დისკუსია. ამიტომ თქვა პრემიერმაც, გუნდის ყველა ლიდერისგან მოვისმინე იგივე განცხადებები. პარლამენტის თავმჯდომარემაც, დეპუტატებმაც თქვეს, რომ საჭიროა, ამ პროცესში გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ