ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ღურის პროვინციის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მავლავი აბდულ ჰაი ზაიმმის განცხადებით, სრულად განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.
ცნობისთის, გასულ კვირას ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა სოფლები ჩრდილოეთ ავღანეთში, დაიღუპა 315 და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.