„არა რუსულ კანონს“ – ქუთაისში, 14:00 საათზე, სტუდენტები ევროპულ მარშს გამართავენ

ქუთაისში მე-6 დღეა სტუდენტები გაფიცულები არიან – ახალგაზრდები აუდიტორიებში შესვლას და ლექციებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ.

ისინი დღეს 14:00 საათზე ევროპულ მარშს გამართავენ და მოსახლეობას პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები ამ წუთებში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებიან.