საუდის არაბეთის პარფიუმერიის ბაზარი სწრაფი ტემპებით ვითარდება. ბაზრის მოცულობა 2023 წელს 1.8 მილიარდი დოლარი იყო. 2032 წლისთვის კი 2,6 მილიარდ დოლარამდე ზრდას ელოდებიან.
როგორც ადგილობრივი მედია წერს საუდის არაბეთში ადგილობრივი წარმოების სუნამოების გაყიდვების ზრდა უხსნის შესაძლებლობებს ინვესტორებს, რომ აღარ შემოიფარგლონ მხოლოდ საერთაშორისო ბრენდებით. ამასთან ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაფართოება და ტურიზმის ზრდა ბაზრის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს და მიმზიდველს ხდის ინვესტორებისა და მეწარმეებისთვის.