სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო გეგმა – “ქართული ოცნება” პრეზიდენტს ისევ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც, საარჩევნოდ, ე.წ. პროდასავლური ფრონტის შექმნას უკავშირდება. ს თქმით, , საკუთარი პოლიტიკური გეგმებით, ისევ კონსტიტუციას არღვევს, რომლის 51-ე მუხლშიც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა და არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

საარჩევნოდ აქტიურობის გეგმა ზურაბიშვილს არც უცხოელ სტუმრებთან დაუმალავს და არც – უცხოურ მედიასთან. სწორედ CNN-ის ეთერში განაცხადა პრეზიდენტმა პირველად, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროევროპულ ფრონტს უხელმძღვანელებს, თუმცა არჩევნებში უშუალოდ არ ჩაერთვება. ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის გეგმას იზიარებს.

“გირჩი” ერთადერთია, რომელიც ზურაბიშვილის გაერთიანებაში ადგილს ვერ ხედავს. მეტ კონკრეტიკას ითხოვს პრეზიდენტისგან გახარიას გუნდი.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პრეზიდენტი, დიდი ხანია, საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების ოპოზიციაშია და მისი გეგმა უკვე ოპოზიციური ფლანგის ლიდერობაა, რაც, მმართველი გუნდის თქმით, მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული.

პროდასავლური ფრონტი მეორე ფრონტისთვის – ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი ამბობს, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, დიდი ხანია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის იბრძვის და ეს გეგმა ზურაბიშვილის განცხადებამაც დაადასტურა.

სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მცდელობა აქამდეც არაერთხელ ჰქონია, თუმცა ამჯერად პრეზიდენტის ინიციატივა არჩევნებს უკავშირდება, რომელსაც თავად რეფერენდუმს უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ფაქტი არის ხაზგასმა იმაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ მასზე განხორციელებულ ბულინგს ვერ გაუძლო – ძნელი წარმოსადგენი აღარ არის თუ რა ძალები გვებრძვიან

თანამედროვეობის ყორღანაშვილები უსტარს უსტარზე უგზავნიან თავიანთ პატრონებს, დაგვეხმარეთო – მათაც არ დააყოვნეს და ისეთი ბულინგი განახორციელეს პია კაუმას მიმართ, რომ იძულებული გახდა დაეწერა, ვიზიტი დროებით გადავდეო

პია კაუმამ წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ყველა ვერ უძლებს ზეწოლასა და ბულინგს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ან გაყალბდა ან არალეგიტიმურია, ტყუილად ხარობენ ფსევდო-ლიბერალები