თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტსა და სამოქალაქო აქტივისტ, ლუკა შველიძეს 4 პირი თავს დაესხა – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ტიტე შველიძე ავრცელებს
“კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე – ოთხნი იყვნენ ნიღბებში (ეგრე მიდიან ლაჩრულად, 4 ან 5 ერთზე), ლუკა თავს კარგად გრძნობს, მოახერხა თავის დაცვა, მაგრამ ფაქტია არ ჩერდებიან ეს ნაბიჭვრები”. – წერს შველიძე.
აღსანიშნია, რომ ლუკა შველიძეს, როგორც რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ბოლო დროს წამოწყებული ძალადობრივი კამპანიის ფარგლებში უცხო ნომრიდან ურეკავდნენ – ეს ფაქტი მან სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა.
