თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უმასპინძლეს

თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ “დელტასაც” ეწვივნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება