საფრანგეთში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ რუენᲨი გაანეიტრალა წარმოშობით ალჟირელი ადამიანი, რომელმაც ადგილობრივ სინაგოგას ცეცხლი წაუკიდა.
პოლიციამ დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს შეჩერების ბრძანებაზე დაუმორჩილებლობის შემდეგ, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ საემიგრაციო პეტიციაზე უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმიᲡ შემდეგ და ს მიერ “ჰამასთან” ღაზაში საპასუხო ომის დაწყებიდან, ევროპაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა.