ადამიანები, ვინც ამ მანიფესტს არ შეუერთდნენ, აქვთ თავიანთი გზა, თუმცა ხვალიდან ვეღარ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას “ნაციონალური მოძრაობის” სახელით – ლაშა ფარულავა

გარიცხავს თუ არა “ნაციონალური მოძრაობიდან” მანიფესტზე ხელის არ მომწერებს , ჯერჯერობით უცნობია. ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება “ნაციონალური მოძრაობაში”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მანიფესტს არ შეუერთდნენ, ვეღარ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ნაციონალური მოძრაობის სახელით.
“ის ადამიანები, ვინც მიიღო ინდივიდუალურად გადაწყვეტილება, რომ ამ მანიფესტს არ შეუერთდნენ, მათ აქვთ თავიანთი გზა, თუმცა ხვალიდან უკვე ვეღარ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ნაციონალური მოძრაობის სახელით. ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ლეგიტიმური ორგანოები, ჰყავს შტაბის ხელმძღვანელიც. ის ადამიანები, ვინც კვლავ გააგრძელებენ სიძულვილის კამპანიას ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, დააზიანებენ საკუთარ თავს. არავინ არავის არ რიცხავს, უბრალოდ ადამიანებმა თავის თავი დაიყენეს პარტიის მიღმა,” – აცხადებს ლაშა ფარულავა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სოფიო ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ თუკი პარტიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება პუნქტებს, არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა გაირიცხონ პარტიიდან.
“ის, რომ ჩვენი პარტიის გარკვეული წევრები არ ეთანხმებიან ამ პუნქტებს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ან გარიცხულები არიან, ან უნდა გაირიცხონ. სრულად ვემიჯნები ნებისმიერი ჩვენი პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვას. არასოდეს არავის გარიცხვაში არ მივიღებ მონაწილეობას და არასოდეს არ მოვიწონებ და არ შევუერთდები, თუკი ეს როდესმე მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ მოხდება,” – აცხადებს .
ცნობისთვის, გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთობის მანიფესტი გააცნო, რომელსაც და მისი თანამოაზრეები არ ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ