რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოს “ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია – ალუდა ღუდუშაური

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი რეპუტაციის შენარჩუნების უშედეგო მცდელობად აფასებს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტია უკვე დიდი ხანია ერთიანი არ არის და პერსპექტივა არც სააკაშვილის სახელით გავრცელებულ ინიციატივას აქვს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ს განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესს.
“რა მანიფესტი უნდა დაარქვან, ან რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოს “ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ვერანაირი დოკუმენტი, ვერც ვითომ აქტივობა, რეალურად ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს “ნაციონალურ მოძრაობას”, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს ადამიანები აცდენილი არიან ქართველი ხალხის ინტერესს. სულ ტყუილად იგონებენ ახალ-ახალ თემებს, ვერც მანიფესტი, ვერც ვერაფერი ვერ გადაარჩენს. ერთადერთი, რაც გადაარჩენთ, უნდა ადგნენ, პოლიტიკურად დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში,” – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად