თუ “ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მანიფესტზე – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მანიფესტის ირგვლივ ენმ-ში გამწვავებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
“მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს ს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის.
ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე ბოლშევიკებს ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა
“ოქტომბერმა” უკვე დიდი ხანია ჩაიარა. რაც შეეხება მანიფესტს, ის, როგორც წესი, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება.
თუ “ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით,” – წერს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა