სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა, ვიცე-პრემიერი იმედიანადაა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ესროლეს, მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას 17 მაისს, ქვეყნის ვიცე-პრემიერი ავრცელებს.
რობერტ კალინაკი ამბობს, რომ ფიცოს მეორე ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა და ის წარმატებით დასრულდა. ვიცე-პრემიერი იმედიანად არის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ტრანსპორტირება დედაქალაქში ამ დრომდე დაგეგმილი არ არის. კალინაკი ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდება, როცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
„კიდევ რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმის გასაგებად, რომ საბოლოოდ გავიგოთ, თუ რა გზით მიდის [გამომჯობინება].. უკეთეს ხასიათზე ვარ, რადგან ვხედავ, რომ პროგრესია. [ჯანმრთელობის მდგომარეობა] ჯერ კიდევ სერიოზულია, მაგრამ ჩემთვის იმედისმომცემია,“- ამბობს ვიცე-პრემიერი კალინაკი.
საავადმყოფოს დირექტორი, სადაც ს პრემიერ-მინისტრი მკურნალობის კურსს გადის, ამბობს, რომ ფიცო გონზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მირიამ ლაპუნიკოვას თქმით, ფიცო ოპერაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას. რაც შეეხება განმეორებითი ოპერაციის საჭიროებას, ლაპუნიკოვა ამბობს, რომ მისი მიზანი ჭრილობებიდან მკდვარი ქსოვლის ამოღება იყო.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა ოთხშაბათს მოხდა, თავდამსხმელმა ფიცოს ხუთჯერ ესროლა. მძიმე მდგომარეობაში მყოფ პრემიერ-მინისტრს რამდენიმესაათიანი ოპერაცია დაჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
მკვლელობის მცდელობისთვის პოლიციამ უკვე დააკავა სავარაუდო თავდამსხმელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 71 წლის მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურში მუშაობდა და გამოცემული აქვს სამი წიგნი. ამ დრომდე ეჭვმიტანილის ვინაობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.