“ეს არის ჩემი პასუხი” – რა ვიდეოს ავრცელებს ივანიშვილის ცოლი?

ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი – ეკატერინა ხვედელიძე – ივანიშვილი როსტომ ცხვედიანს ვიდეო-კლიპით პასუხობს.
პასუხს “ტვ იმედი” ავრცელებს.
ეკატერინა ხვედელიძე – ივანიშვილის პასუხი როსტომ ცხვედიანს
ბატონო როსტომ, ეს ვიდეო არის ჩემი მოკლე პასუხი თქვენს დღევანდელ მომართვაზე.
იმედი მაქვს, რომ გულდასმით უყურებთ სულ რაღაც ორწუთიან ვიდეორგოლს.
ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი. გემშვიდობებით კეთილი სურვილებით.
პატივისცემით, ეკატერინა ხვედელიძე – ივანიშვილი”, – ნათქვამია მიმართვაში.
ვიდეოში, 2014 წლის მაიდანის კადრებია და ასევე კადრებია სასაფლაოდან, როგორც ჩანს, ივანიშვილის ცოლი მიანიშნებს, რომ სწორედ მაიდანის გამოა ომი ში, თითქოს, მაიდნამდე არ დასხმია თავს უკრაინას არასოდეს, ან საქართველოს.
ასევე, კადრებია რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა აქციიდან, სადაც 4 ქვეყნის პრემიერ–მინისტრი იყო სიტყვით გამოსული და მინაწერია, რომ ისინი მხარს უჭერენ რევოლუციას, როგორც ჩანს, ივანიშვილის მეუღლე თვლის, რომ ამდენი ადამიანი ქუჩაში, არა რუსული კანონის უკან გაწვევისთვის, არამედ ივანიშვილის და მისი გუნდის გადასაგდებადაა გამოსული, თუ ეს ასეა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა,
ვიდეო 

ასევე დაგაინტერესებთ