ომბუდსმენი – 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს – 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
„15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. 71 პირმა ითხოვა რეაგირიება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება