შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, პოზიცია არ შემიცვლია

ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა
გერმანიის კანცლერი, შვეიცარიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებას გამოეხმაურა.