ნინო თანდილაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიშელ კოსიელსკიმ მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„USAID-თან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ, ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ, სექტორულ დონეზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიშელ კოსიელსკიმ ყურადღება გაამახვილა რეგიონული ტურიზმისა და წყლის რეგიონულ პროექტებზე და განაცხადა, რომ USAID ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ წყლის რეგიონული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტიან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას და წყლის რესურსების მართვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, USAID-ის მხრიდან კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური, რეგიონული წყლის პროგრამის მენეჯერი ჟორდი არიმანი და გარემოსდაცვითი ოფიცერი გოჩა ლობჟანიძე ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია