დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთად მუშაობენ და ერთიანდებიან ზარალის მოსატანად

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ჩინეთისა და ს პრეზიდენტები, სი ძინპინი და ზიანის მოსატანად ერთიანდებიან.
„ჩინეთის პრეზიდენტი სი, მე მას კარგად ვიცნობ და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, მასაც კარგად ვიცნობ. ისინი ახლა ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც ერთიანდებიან, იკრიბებიან და ზიანი მოაქვთ, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ამაზე ფიქრობენ, ზიანის მიყენებაზე“, – აღნიშნა ტრამპმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.
-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ტრამპს მღელვარებით სავსე ურთიერთობა ჰქონდა სი ძინპინთან. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს მარ-ა-ლაგოში უმასპინძლა და ირწმუნებოდნენ, რომ გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, მომდევნო წლებში ტრამპმა სი ძინპინს მტერი უწოდა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს