26 მაისის ღონისძიება საზღვარგარეთ დიპლომატიურ უწყებებში შესაძლოა გაუქმდეს – მედია

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, შესაძლოა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სპეციალური ღონიძიებით არ აღნიშნონ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მოიპოვეს წერილები, რომელსაც საელჩოებიდან ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სწერენ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მიღებები ჩვენ წარმომადგენლობებში, სავარაუდოდ, არ გაიმართება.
მედიის ცნობით, მათ წყარომ მიაწოდა ორი წერილი – საქართველოს გენერალური საკონსულოსი სანფრანცისკოში და საქართველოს საელჩოსი ესტონეთში. ორივე წერილში, მათივე თქმით, საუბარია, რომ 26 მაისის ღონისძიება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ გაიმართება. ესტონეთის საელჩო ამბობს, რომ ღონისძიება გადებულია, საფრანცისკოში საკონსულო ამბობს, რომ გაუქმებული. მიზეზებზე წერილებში საუბარი არაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება