სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ს ვიცე-პრემიერს, რობერტ კალინაკს რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით ესაუბრა.
„დღეს ვესაუბრე ვიცე-პრემიერ რობერტ კალინაკს, რათა გამოვხატო სოლიდარობა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და სლოვაკეთის ხალხის მიმართ. პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ღირებულებების შესანარჩუნებლად“, – წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამჟამად ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.