საფრანგეთში პოლიციამ მოკლა შეიარაღებული კაცი, რომელიც სინაგოგის დაწვას ცდილობდა

საფრანგეთში, ქალაქ რუანში, პოლიციამ შეიარაღებული კაცი მოკლა, რომელიც სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოკლულს თან დანა და რკინის ნაჭერი ჰქონდა. როდესაც ის პოლიციელების მიმართულებით დაიძრა, ერთ-ერთმა ოფიცერმა ესროლა.
რუანის მერი ამბობს, რომ თავდასხმა სინაგოგაზე მხოლოდ ებრაელთა თემზე არ ასახულა და მომხდარმა მთელი ქალაქი შოკში ჩააგდო. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი პოლიციას მადლობა გადაუხადა „პასუხისმგებლობისა და გამბედაობისთვის“.
პოლიცია გამთენიისას მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სინაგოგიდან ამომავალი კვამლი შენიშნეს.
საფრანგეთში, ისევე, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ებრაელთა მიმართ მომატებული აგრესია შეინიშნება მას შემდეგ, რაც ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე ომი დაიწყო გასულ წელს.
ამ კვირას, პარიზში მდებარე მემორიალზე, რომელიც პატივს მიაგებს 3900 ადამიანს, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციის პირობებში ებრაელებს ეხმარებოდა, წითელი საღებავით ხელის ანაბეჭდები დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში