TOP 10 წარმატებული ქართველი ახალგაზრდა – Marao

საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის ქვეყანაა. გასულმა საუკუნეებმა უამრავი ადამიანის სახელი შემოგვინახა, რომლებმაც სხვადასხვა დარგში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და საქართველო მსოფლიოს გააცნეს. ეს, რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება. მსოფლიოში არაერთი წარმატებული ქართველი ახალგაზრდა მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში.
გიორგი გიგაშვილი
მარტა არგერიხის სტიპენდიანტი მუსიკოსი, რომელსაც პიანისტობა დედამ შეაყვარა და 6 წლის ასაკიდან თავადაც უკრავს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც გიორგი გიგაშვილი კონცერტებს მართავს, სხვადასხვა პრესტიჟულ პრემიას იღებს და მსოფლიოს საკუთარ შემოქმედებას აცნობს.
მატილდა გვარლიანი
ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ის გარეკანზეც მოხვდა.

ნინი ბრეგვაძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის – “ახალი ხმის” აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ “X ფაქტორშიც” გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
ლუკა ჩიქოვანი
ლუკა 1994 წელს, თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს, გამოუშვა საკუთარი ალბომი და კლიპიც გადაიღო.
მისი სამსახიობო დებიუტი ალიჩე რორვახერის ფილმში Lazzaro felice-ით შედგა.
მარიანა აჩბა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
ირმა გიგანი
5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში) პედაგოგ ფირალიშვილის კლასი. 2002 წლის 16 ივნისს ქალაქ მინერბიოში შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა გიგანი გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი. 2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა.
ნინი ნუცუბიძე
ახალგაზრდა მუსიკოსი, გამორჩეული სტილისა და მუსიკალური მონაცემების მქონე ნინი ნუცუბიძე, მსმენელმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო, როცა ის ჯერ “ნიჭიერის”, შემდეგ კი “X ფაქტორის” სცენაზე გამოჩნდა. ნინი მაშინ, მუსიკასთან ერთად, სკეიდბორდით იყო გატაცებული და, როგორც თავად ამბობდა, სკოლაში სიარული დიდად არ ხიბლავდა. მოგვიანებით, როცა ნინი ნუცუბიძე დათო გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა, სკოლის პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კლასის შეცვლაც კი მოუწია, რადგან მასწავლებლებთან პრობლემები ჰქონდა: “მათემატიკის გამოცდა ვერ ჩავაბარე. დირექტორმა მე და დედა დაგვიბარა და გვითხრა, რომ სხვა სკოლაში უნდა გადავსულიყავი… ისედაც დასტრესილი ვიყავი, ძალიან უცნაური მიდგომა ჰქონდათ”, – ამბობდა ნინი.
გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი 2000 წლის 29 სექტემბერს დაიბადა. საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
თაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“.
ცოტა ხნის წინ თაკომ ქალის თეთრეულის ბრენდი SHEIDISH შექმნა. გარდა ხარისხისა და სტილისა, ბრენდს ისიც გამოარჩევს, რომ მისი კონცეფცია მთლიანად ეკომეგობრულობაზეა დაფუძნებული.
ეთო მიგრიაული
ეთო მიგრიაული თანამედროვე ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახეა. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობს. კარიერა კი თბილისში, ადგილობრივ მოდის კვირეულზე, ქართველ დიზაინერებთან მუშაობით დაიწყო.
„სამოდელო კარიერა დავიწყე სხვა სამოდელო სააგენტოსთან. მოდის კვირეულის ფარგლებში, ჯეომოდელსთან გავაფორმე ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი პროფესული ზრდა,“ – ამბობდა მოდელი.