ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში

საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია. ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა.
მისი თქმით, ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში და არა მოხდეს აღრევა – ათქვეფა, ისეთ მსოფლიო გლობალურ ბიო მასაში, სადაც ხდება ეროვნების გადაგვარება, რჯულის ფეხქვეშ გათელვა. „ჩვენ მონობა არავისთან მიმართებაში არ გვინდა.
ჩვენი დიდი საუნჯე სარწმუნოებაა და რაც მას არ ეწინააღმდეგება ჩვენც ვართ მოწოდებული მათთან მეგობრობისკენ. საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია.
ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში და არა მოხდეს აღრევა – ათქვეფა, ისეთ მსოფლიო გლობალურ ბიო მასაში, სადაც ხდება ეროვნების გადაგვარება, რჯულის ფეხქვეშ გათელვა, რაც აქცევს ადამიანს მსოფლიო მოქალაქედ, რომელსაც არც წინაპარი არ ახსოვს, აღარც ქრისტე და არც რჯული… ასეთი ერები ქრებიან და აღარ არსებობენ. სწორედ ქრისტეს რჯულმა მოგვიყვანა დღემდე და ასეც უნდა იყოს ხვალაც“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან

ირაკლი კობახიძეს რომ ვუსმენ, ვხვდები, რომ ზუსტად აქვს ხედვა იმისა, თუ რა სახელმწიფოს აშენებს, გააჩნია შესაბამისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია -ახლა კარტელურ მაღაზიებს და კომპანიებს რომ მიადგა, ჰოი საოცრებავ, ოპოზიციამ დაიწყო მაღალი ფასების დაცვა