„ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები“ – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ქართული კულტურის ღირებულებებსა და ზოგიერთი ადამიანისგან მათ აუგად ხსენებაზე საუბრობს.
„არასწორია ოჯახზე და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი.
ოჯახი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.
ზნეობრივი ოჯახი ზნეობრივ სახელმწიფოს ნიშნავს. ოჯახის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.
მართლმადიდებლობა კი ქართველთათვის რწმენა, ხელოვნება და ისტორიაა. ამ რწმენას, ხელოვნებასა და ისტორიას მეფე მირიანთან, ვახტანგ გორგასალთან, არჩილ მეფესთან, დავით და კონსტანტინესთან, თორნიკე ერისთავთან, გიორგი მთაწმინდელთან, აღმაშენებელთან, თამარ მეფესთან, ასი ათას მოწამესთან, გარეჯელ მოწამეებთან, ქეთევან დედოფალთან, თევდორე მღვდელთან, დიმიტრი ყიფიანთან, ილია ჭავჭვაძესთან, ამბროსი ხელაიასთან, ექვთიმე თაყაიშვილთან და სხვა არაერთ უდიდეს ზნეობრივ ადამიანთან მივყავართ.
ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა