რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, 17 მაისს ღამის საათებში უკრაინამ რუსეთზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ანტი-საჰაერო სისტემებმა 100-ზე მეტი დრონი გაანადგურეს. აქედან 51 ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდეს, 44 კრასნოდარის ტერიტორიაზე და 6 ბელგოროდის რეგიონში. ამასთან ერთად, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შავ ზღვაში ეკიპაჟის გარეშე მცურავი ექვსი ნავი გაანადგურეს.
რუსეთის მტკიცებით, ყირიმზე საჰაერო იერიშის შედეგად ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და მის აღდგენად დაახლოებით ერთი დღე დასჭირდება.
უკრაინელებმა ასევე იერიში მიიტანეს ნავთობსაცავზე ნოვოროსიისკის რეგიონში და ტუაპსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კრასნოდარის რეგიონში.
ამასთან ერთად, უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 20 ირანული დრონით იერიშები მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ყველა დრონი განადგურებულია ხარკოვის, პოლტავას, ვინიციის, ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში.