“მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ” – რას ამბობს ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც იზოლატორი დატოვა

“მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ” – რას ამბობს , რომელმაც იზოლატორი დატოვა
“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­მა ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა დიღ­მის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი 48-სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ, ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­გორც სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გრი­გო­რი­ა­დის­მა გა­ნა­ცხა­და, ის პარ­ლა­მენ­ტის წინა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს და მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს.
“სრუ­ლი­ად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მა­კა­ვეს, სა­ერ­თოდ ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ. გვირ­ტყამ­დნენ, გვცემ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ და ამავდრო­უ­ლად, გვი­ღებ­დნენ. პარ­ლა­მენ­ტის წინ ვი­დე­ქი, რო­დე­საც ჩემი და­კა­ვე­ბა მოხ­და. ჩემს წინ “რენ­დომ” – შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით და­ი­წყო და­კა­ვე­ბე­ბი და ვეხ­მა­რე­ბო­დი სხვე­ბი არ და­ე­ჭი­რათ, სწო­რედ მაგ მო­მენ­ტში შე­მით­რი­ეს მეც. რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე გაშ­ლი­ლი ხე­ლის ბრა­ხუ­ნი უბ­რა­ლოდ პრო­ტეს­ტის, ხმა­უ­რის გა­მო­საწ­ვე­ვად და არა­ფერს აშა­ვებ. ცნო­ბით მიც­ნეს – კი­დევ შენ ხარო? – მი­თხრეს და თან მირ­ტყამ­დნენ და თან მა­გი­ნებ­დნენ. რა თქმა უნდა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი და­ჭე­რა, რად­გან რუ­სულ კა­ნონს ვაპ­რო­ტეს­ტებ”, – გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

ცნო­ბის­თვის, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი პარ­ლა­მენ­ტთან, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცი­ა­ზე 14 მა­ისს და­ა­კა­ვეს.

ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­სა და წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!