ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით მასირებული შეტევა იყო, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზე, რომელიც 2014 წლიდან ს მიერაა ანექსირებული. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, მასირებული იერიში ღამის სამი საათიდან დაიწყო.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნული მიხაილ რავოჟაევის თანახმად, რუსმა სამხედროებმა მასირებული შეტევა „წარმატებით მოიგერიეს“ და „გაანადგურეს ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთზე მეტი უეკიპაჟო კატერი“.
რაზვოჟაევი მაშველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა. ე.წ. გუბერნატორი ადასტურებს, რომ დაზიანდა ელექტროქვესადგური „სევასტოპოლი“, რომლის აღდგენას დაახლოებით 24 საათი დასჭირდება. ქალაქის დიდი ნაწილისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო, დროებით დაიხურა საბავშვო ბაღები, სკოლები და პროფესიული სასწავლებლები
ბოლო დღეებში სევასტოპოლში სარაკეტო დარტყმები იყო რუსულ სამხედრო ობიექტებზე. ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
17 მაისს, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

ასევე დაგაინტერესებთ