ოსიმენის გარეშე – როგორი იქნება “ფიორენტინასთან” “ნაპოლის” შემადგენლობა?

სერია A-ს 37-ე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. ფლორენციული მედიის ცნობით, მატჩს დაახლოებით 28 ათასი მაყურებელი დაესწრება.
Areanapoli იტყობინება, რომ ნეაპოლურ გუნდს კუნთის გადაღლილობის გამო ვიქტორ ოსიმენი ვერ დაეხმარება და თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
პირველ წრეში “ნაპოლი” სახლში “ფიორენტინასთან” 1:3 დამარცხდა, დღეს კი შეხვედრა “არტემიო ფრანკიზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.