„საქართველოს რეალობიდან გამომდინარე საქართველოში სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შესაძლებელია ნახევარი მილიონი ლარიდან“ – გიორგი ხარებავა ქართულ კინოინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე

„საქართველოს რეალობიდან გამომდინარე საქართველოში სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შესაძლებელია ნახევარი მილიონი ლარიდან“ – გიორგი ხარებავა ქართულ კინოინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე
როგორია დღეს საქართველოში კინოს წარმოება და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც კინოინდუსტრიის განვითარების პროცესში ამა თუ იმ უფლებამოსილ პირს დღის წესრიგში უდგება – თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ხარებავამ ისაუბრა.
მისი თქმით გამომდინარე იქიდან, რომ რეჟისორმა თავიდანვე იცის, რომ მწირი ბიუჯეტი ექნება, რეჟისორი თავის თავზე იღებს ფილმის ავტორობას, სცენარის ავტორობას და დიალოგების ავტორობას, რაც შემდეგ სასურველ შედეგზე ვეღარ გადის.
გიორგი ხარებავას თქმით მეორე მთავარი გამოწვევა ქართულ კინოში არის დისტრიბუცია, მისივე თქმით 60-70-იან წლებში გადაღებული ფილმი წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო ნაჩვენები
„გარდა ამისა რამდენად უღირს ავტორს, რომ ფილმი დაატრიალოს ტელევიზიით, დადოს youtube არხზეზე, რა შემოსავალი აქვს აქედან ? აქვს შემოსავალი რაც შეიძლება ჰქონოდა? მაშინ საბჭოთა დაფინანსება იყო და საბჭოეთი სად და როგორ დაატრიალებდა და რა შემოსავალს გაუნაწილებდა არავინ იცის. ახლა ავტორს უწევს ტელევიზიისთვის ფილმის შეთავაზება და შეიძლება ტელევიზიამ უთხრას რომ ერთი ფილმის ჩვენებაში 500 ლარს გადაუხდის ავტორს, რაც ძალიან დაბალი ფასია, ასევე პრომოუშენი დიდ თანხებს საჭიროებს.
-ის ბაზარიც კი იმდენად არის წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, რომ ევროპამ გარკვეული ნაბიჯები მოიგონა იმისათვის, რომ ზედმეტად დოზირებით არ შემოსულიყო ამერიკული ჰოლივუდური კინო ევროპაში. იქ არის რაოდენობაც, ევროპაში არ შეიძლება რომ უცხოურმა კინომ ეროვნულს გადააჭარბოს , ამით იცავენ თავის წარმოებას“ – აღნიშნა გიორგი ხარებავამ.
გიორგი ხარებავას თქმით საქართველოში კინოინდუსტრია ვერასდროს ვერ იქნება, იმიტომ რომ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ კინოინდუსტრიას ვერ დავარქმევთ.
„რაც შეეხება სერვისს, ესენი დღეს არსებობს, თუმცა გასაძლიერებელია, რომ იყოს ერთდროულად 5-6 სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოება, შეიძლება არ ეყოს კადრები ამ ფილმების გადაღებას. საერთო ჯამში ეს დეფიციტი მერე აისახება იმაში, რომ არ არის სტაბილურად დასაქმებულობის თემა. აქ არიან სპეციალისტები, რომლებიც ვალდებულები არიან იცოდნენ არა ვიწრო სპეციალობა, არამედ ფლობდნენ სხვადასხვა სპეციალობასაც
საქართველოში ახლა კინოთეატრების რაოდენობა ძალიან ცოტაა, არც მაქვს იმედი, რომ ძალიან ბევრი გახდება იმიტომ რომ თუკი ადრე კინოთეატრის ფუნქცია იყო, რომ გამოსახულებას სხვანაირად ვერ დაინახავდი , ახლა უამრავი პლატფორმაა, ტელევიზორები შემოვიდა იმხელა, რომ ჩემ თვალსაწიერს მთლიანად ფარავს,მ შემიძლია გავაკეთო სახლის კინოთეატრი და მივიღო სიამოვნება, ეს იწვევს კითხვას მინდა თუ არა კინოში წასვლა. კინოთეატრმა მიიღო გასართობი ხასიათი და მეგობართან ერთად მივდივართ“ – აღნიშნა გიორგი ხარებავამ.
გიორგი ხარებავა აღნიშნავს, რომ საქართველოსნაირმა ქვეყანამ რაღაც პროცენტი სუბსიდირებაზე უნდა იქონიოს შემოსავალი, რომ კინოხელოვნება არ ჩაკვდეს, მისივე თქმით უნდა იყოს ის საჭირო რაოდენობის დაფინანსება, რომელიც წარმოებას ხელს შეუწყობს.
„იმის გამო, რომ ფინანსები არ არის ბევრი და მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ რომ რეალურად აწარმოებს ისეთ კინოს , რომელიც გათვლილია ფესტივალებზე. საერთაშორისო ფესტივალებზე არის საერთაშორისო ჟიური, აქედან წასული ფილმები იმსახურებენ პრიზს რაღაცისთვის, შესაბამისად ავტორი ცდილობს, რომ გააკეთოს ამდაგვარი ფილმი რომ დაიმსახუროს პრიზი და ფილმების 80% არის სოციალური დრამა და შევიზღუდეთ ჟანრობრივად. აღარ არსებობს კომედია, არ არსებობს ფილმი ზღაპარი, ბავშვებისთვის ფილმი დიდი ხანია არ გადაღებულა. ასევე არ არსებობს ანიმაციის დაფინანსება, წელს პირველად გამოცხადდა სრულმეტრაჟიან ანიმაციაზე კონკურსი.
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე საქართველოში სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შესაძლებელია ნახევარი მილიონი ლარიდან მაღლა. ანიმაციური უფრო ძვირია.“ – აღნიშნა გიორგი ხარებავამ.
რაც შეეხება სამსახიობო დასს და რეჟისორებს ხარებავა აღნიშნავს, რომ ბაზარზე ბევრი რეჟისორია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბევრი ამთავრებდა რეჟისურას და ის ვინც მუშაობს და შეუძლია გადაღება საკმაოდ რთულია.
„ყველაზე მეტი მოთხოვნა მეორე რგოლზეა, ანუ ტექნიკურ რგოლზე, რომელიც თითქმის გათანაბრებულია და აჭარბებს ევროპულ ანაზღაურებას. ასევე მოიკლო ენთუზიაზმზე მომუშავე ხალხმა. სამსახიობო ბაზებიც საკმაოდ ბევრია, თუმცა არის უცნაური ამბავი , რომ კინო მსახიობი ცოტაა, უფრო სერიალებზე არიან დატვირთული.
კინო მსახიობის ოსტატობა ჩვენთან ცალკე არ არის, ჩვენთან ისწავლება დრამისა და კინოს და აქ დრამა უფრო ჭარბობს.ასვე რეჟისორებს მსახიობებთან ურთიერთობის გამოცდილება ნაკლები აქვთ, ხშირად ცდილობენ რომ მსახიობი ქუჩიდან მოიყვანონ და არ აიყვანონ სცენიდან, ზოგიერთ შემთხვევაში ირჩევენ ტიპაჟს და უნდათ რომ გამოწვრთნან“- აღნიშნა გიორგი ხარებავამ.
გიორგი ხარებავას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ იყო ინტელექტუალური საკუთრება დაცული და ეს ფილმები ხელმისაწვდომი იყო უფასოდ, მაგან შეაფერხა განვითარება.
„ადამიანებს ეგონათ, რომ არაფერს აშავებდნენ თუ მუქთად უყურებდნენ ფილმს და არაფერს და არავის დააზარალებდა. ამ დროს ეს ძალიან სერიოზული რგოლია, ჩვენ სანამ ეს არ გამოვასწორეთ ევროკავშირიც კი არ გველაპარაკებოდა, ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.
ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რომ უის ყოფილიყო რაღაც სააბონენტო გადასახადით, სანამ ასეთი პლატფორმა არ შეიქმნა გაჭირდა არალეგალური საიტების დახურვა, თუმც ა ზოგიერთები მიხვდნენ რომ არასწორი იყო, ფილმი მილიონები ღირს და არ შეიძლება მუქთად გაშვება. ასეთი ხელის შემშლელი ფაქტორები იყო , ნელ0ნელა სწორდება , უკეთესობისკენ მივდივართ და საზოგადოებაც მიხვდა ამას“ – აღნიშნა გიორგი ხარებავამ.