ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში – ზურაბ ქადაგიძე

ერთდღიანი აპოკალიფსი ხომ მოაწყვეთ და 90-იან წლებს ნატრულობდით, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგო დაგეკმაყოფილებინათ?! ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში! – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა. ქადაგიძის თქმით, ბლუმბერგზე ლარი მყარდება და დროებითი რყევები სტაბილურდება.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს სერიოზული რეზერვები გააჩნია და ნებისმიერ დროს აქვს საშუალება, ინტერვენციისა და ხელოვნური პანიკის აღმოფხვრის პრევენციის.
„ერთდღიანი აპოკალიფსი ხომ მოაწყვეთ და 90-იან წლებს ნატრულობდით, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგო დაგეკმაყოფილებინათ?!
ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში! ბლუმბერგზე ლარი მყარდება, დროებითი რყევები სტაბილურდება. მთავარია, რომ საქართველოს სერიოზული რეზერვები გააჩნია და ნებისმიერ დროს აქვს საშუალება, ინტერვენციისა და ხელოვნური პანიკის აღმოფხვრის პრევენციის. სამწუხაროდ, ავარდნა სწრაფად ხდება-ხოლმე და მთავარია, ტენდენცია გადატეხილია“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Previous: გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო

ასევე დაგაინტერესებთ

სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ „მოლოტოვის კოქტეილები“

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც