როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე აკეთებს კონკრეტული ქვეყნის მინისტრი ამ განცხადებას, ეს შემაშფოთებელია

როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე აკეთებს კონკრეტული ქვეყნის მინისტრი ამ განცხადებას, ეს შემაშფოთებელია
როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ანკარაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე სერიოზული შეშფოთების საგანია.
„მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდა და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონი, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია,“- აღნიშნა პრემიერმა.
Previous: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება