Wizz Air-ი დამწყები პილოტების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

Wizz Air-ი დამწყები პილოტების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
კომპანიის განცხადებით, ეს სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს სტუდენტების მხარდაჭერას, მათი კარიერული წინსვლის უზრუნველყოფას და საავიაციო ლიდერების მომავალი თაობის გაძლიერებას. Wizz Air-მა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროექტი 2017 წელს წამოიწყო და ამჟამად წარმატებულად თანამშრომლობს ს, უნგრეთის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის უნივერსიტეტებთან, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი თანამშრომლობას.
„საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, Wizz Air-ი ცდილობს გამოიყენოს ახალგაზრდა, დამწყები პილოტების პოტენციალი და განავითაროს მათი კარიერა საავიაციო ინდუსტრიაში. Wizz Air-ისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პილოტების მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, სადაც ავიაკომპანიის ბაზებია განთავსებული, შესაბამისად, მომავალი პროფესიონალები შეძლებენ კარიერულ განვითარებას სასურველი ქვეყნიდან, მათთვის საყვარელი, ახლო ადამიანების გარემოცვაში. თანამშრომლობის ფარგლებში, Wizz Air-ი ჩაატარებს სესიებს, რომლებიც გაგრძელდება ორიდან ოთხ დღემდე. სესიების მიზანია სტუდენტების ინფორმირება ავიაკომპანიის პილოტის ცხოვრების შესახებ. ლექციები მოიცავს მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ოპერაციულ პროცედურებს, ეკიპაჟის მუშაობის დინამიკასა და კარიერული განვითარების გზებს საავიაციო ინდუსტრიაში.
ეფექტური რეკრუტირების მნიშვნელობის გათვალისწინებით, Wizz Air-ი სტუდენტებს შესთავაზებს მენტორობასა და იმ საჭირო რესურსებს, რომლებიც მათ უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. რეზიუმეების დაწერიდან ინტერვიუს ტექნიკამდე, სტუდენტები მიიღებენ სრულ მხარდაჭერას, რათა გააძლიერონ პერსპექტივები კონკურენტულ საავიაციო სამუშაო ბაზარზე. სკოლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ პირდაპირი წვდომა Wizz Air-ის რეკრუტირების სესიებზე, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, დაიწყონ კარიერა ევროპის ერთ-ერთ წამყვან ავიაკომპანიაში. დასაქმების ეს პირდაპირი მეთოდი ხაზს უსვამს Wizz Air-ის ვალდებულებას განავითაროს ნიჭი და ხელი შეუწყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდას საავიაციო განათლების მიღებიდან, ინდუსტრიაში დასაქმებამდე.“- ნათქვამია განცხადებაში.