“გავიხსენოთ 1992-1993 წლები და არ ჩამოვშალოთ ეკონომიკა” – პაპაშვილი

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საქართველოს ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს.
მან BMG-სთან განაცხადა:
“კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა მოხდა საქართველოში 1992-1993 წლებში და არ ჩამოვშალოთ ეკონომიკა.
ზაფხულის ტურისტული სეზონი მოდის, მაგრამ უკვე ათობით მილიონი დოლარის ჯავშნები გაუქმდა. ტურიზმიდან შემოსავლების დაკარგვა, ბუნებრივია, აისახება ლარის კურსზეც. მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით გაიზარდა. მოლოდინი იყო, რომ შემდეგ თვეებში ზრდა 10%-მდე იქნებოდა, მაგრამ დიდი ალბათობით, მაისში ზრდის ტემპი შემცირდება. ყველა უნდა დავფიქრდეთ. არ ჩამოვშალოთ საქართველოს ეკონომიკა“
უცნობია, ვის მიმართავს პაპაშვილი, რადგან არასასურველი ცვლილებები ეკონომიკაში, მოჰყვა სწორედ რუსული კანონის მიღებას და სანქციების დაანონსებას, როგორც ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. კანონის უკან გაწვევა კი მხოლოდ მმართველ გუნდს შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ