გარდაბანში ძმამ და მოკლა – შსს

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი. – ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობითვე, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ